უცხოური მედია

მამაკაცი ბანკომატის გაქურდვისას დაიღუპა

რუსეთში მამაკაცი, რომელიც ბანკომატის გაქურდვას ცდილობდა, დაიღუპა, ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, პეტროზავოდსკის მკვიდრმა დილის 5:00 სთ-ზე სბერბანკის ბანკომატის გატეხვა განიზრახა, რისთვისაც აპარატში გაზი შეუშვა. აფეთქების შედეგად, 37 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული სამმართველო გამოძიებას ატარებს.

Facebook Comments