პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

“2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება”,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments