პოლიტიკა

მოროშკინა მოლდოვის ტელევიზიაში- სააკაშვილის მიწვევით თქვენ მიიღებთ დაპატიმრებებს, ქვეყნის ძარცვას და მკვლელობებს ციხეებში

მოლდოვის ახალი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, იუსტიციის რეფორმისთვის ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მიწვევაზე, ვფიქრობ მისი ნაკლებად ინფორმირებულობის ბრალია, -ამის შესახებ ლალი მოროშკინამ მოლდოვის ტელევიზიაში, გადაცემა „ყურადღების ცენტრში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოროშენკოს მიერ სააკაშვილის უკრაინაში მიწვევა შეურაცხმყოფელი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის და ყველას ახსოვს, რითი დამთავრდა- სახლის სახურავზე სირბილით.

„მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში მიწვევით შემიძლია დაგპირდეთ, რომ თქვენ მიიღებთ დაპატიმრებებს, ქვეყნის ძარცვას, ქუჩაში ძალადობას და ციხეებში საშინელ პირობებს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ყოფით პრობლემებს, მე ვგულისხმობ ადამიანების მკვლელობებს“,-განაცხადა ლალი მოროშკინამ.

გადაცემის სრული ვერსიის სანახავად გადადით ლინკზე 

Facebook Comments