პოლიტიკა

ოთარ კახიძე – არ არსებობს საერთაშორისო დავა, რომელიც წულუკიანმა მოიგო, გარდა რუსთავი2-ის საქმისა

არ არსებობს საერთაშორისო დავა, რომელიც წულუკიანმა მოიგო, გარდა რუსთავი2-ის საქმისა,-ამის შესახებ დეპუტატმა ოთარ კახიძემ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც თეა წულუკიანი მის ლუზერობაზე საუბრობს, გაიხსენოს წაგებული საქმეები, რომლებიც ეხება კეზერაშვილს, ახალაიასა და სააკაშვილს.

„რუსთავი2-ის საქმეზე მოხდა ტექნიკური შეცდომების დაშვება და სწორედ ამის გამო გამოიტანა სტრასბურგმა ასეთი გადაწყვეტილება. არ არსებობს საერთაშორისო დავა, რომელიც წულუკიანმა მოიგო, გარდა რუსთავი2-ის საქმისა“,-განაცხადა ოთარ კახიძემ და თეა წულუკიანის დიპლომის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გაიხსენა.

„მან დაამთავრა თსუ და საფრანგეთში მაგისტრატურა. მას მართლაც 2 დიპლომი აქვს და არცერთი არ არის იურისტის. ის არის თაღლითი, თვითმარქვია იურისტი. მოგვიანებით ქართულმა ოცნებამ კანონი მოარგო წულუკიანს და ახლა აღარ არის საჭირო მისი თანამდებობისთვის იურისტის დიპლომი“,-აცხადებს ოთარ კახიძე. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni