მოგზაურობა

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას “უახლოეს მომავალში” განაახლებს?

რუსეთის დუმის დსთ–ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში აღდგეს.

“კონკრეტულ ვადებს მე თქვენ ვერ დაგისახელებთ. ვფიქრობ, რომ ამის გათვლა ჩვენ უახლოეს პერიოდზე შეგვიძლია”, – თქვა კალაშნიკოვმა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი”.

მანამდე, სამშაბათს, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, დეპუტატები ადა მარშანია და გიორგი ლომია, ასევე თბილისის საკრებულოს წევრი პატრიტოტებიდან გოჩა თევდორაძე მოსკოვში საქართველო–რუსეთის საპარლამენტთაშორისო დიალოგის ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. ჯგუფს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ–ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ხელმძღვანელობს.

Facebook Comments