საზოგადოება

10 ოქტომბერს დაზარალებულმა ქალბატონმა შესაძლოა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, გთხოვთ, არ გაატაროთ

ლანა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას, მედიას დახმარებას თხოვს თაღლითობის მსხვერპლი ქალის დასახმარებლად, რომელმაც შესაძლოა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავროს.

ლანა სიხარულიძის თქმით, სოციალური ქსელი და საზოგადოების ინფორმირებულობა ქალის გადარჩენის ბოლო იმედია.

„სოციალური ქსელი და საზოგადოების ინფორმირებულება ჩვენი უკანასკნელი იმედია ! არ გაატაროთ !

არარის ადამიანი – არარის პრობლემა ! 10 ოქტომბერს დაზარალებული ქალბატონი თ.ი , თუ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს ამაში პირდაპირ სასამართლო სისტემა იქნება დნაშავე ! ეს ქვეყანა მართლა ჩალით ყოფილა დხურული !

10 ოქტომბერს ერთერთი ცნობილი აწ გარდაცვლილი კომპოზიტორის მეუღლეს ,თ.ი.-ს , მარტოხელას , ონკოლოგიურ ავადმყოფს , რომლსაც თავის ტვინზე 2 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა სახლიდან აგდებენ !


აგდებენ რადგან , ერთი წლის განმავლობაში არ მოიძებნა მოსამართლე , რომელიც თაღლთობის მსხვერპლი, ასაკოვანი ადამიანის საქმეს -წარმოებაში მიიღებდა ! საქმე შავი ძაფით ნაკერია , მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მძიმე დეპრესიაში მყოფ ქალბატონს , რომელსაც ახალგაზრდობაშიც ჰქონდა მცირე ფსიქიკური პეობლემები და მუდმივად მკურნალობდა , (რაც დასტურდება სამედიცინო ამონაწერებით ), მეზობლის ნათესავი ქალბტონი ,ვინმე ე.მ . დაუახლოვდა.

მარტოობაში მყოფისათვის ის ერთადერთ მანუგეშებლად მალევე გადაიქცა , შემდეგ რაღაც საქმისათვის ერთი თვით თავდებობაზე ხელის მოწერა სთხოვა და მიიღო კიდეც ! მეზობლის ნათესავმა ე.მ თ.ი სგან მიიღო სასურველი დასტური და ხელმოწერა და მისი ბინა ერთი წლის ვადით , მიკროსაფნასოში ჩადო ! შემდეგ იყო უამრავი სიცრუე და აფიორა მიკროსაფინანსოსა და ე.მ – ს მხრიდან . ყველაფერი იმით დასრულდა , რომ ქალბატონი თ.ი -ს ბინა ვიღაც ადამიანზე, გდაფორმდა !

საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება შდეგი ფაქტები : 1) თ.ი -მ , ბინა მეზობლის ნათესავს უანგაროდ ! ვიმორებ, უანგაროდ და ერთი წლით , ჩაუდო ( ვგულისხმობ დოკუმენტზე ხელის მოწერას ) ამ პერიოდში თ.ი. არ იყო საღ ფსიქიკურ მდგომარეობაში და ე. მ ეს იცოდა ! ყოველივე დასტურდება : იმ დროინდელი სამედიცინო ისტორიიდან ამონაწერებით , მეზობლების ჩვენებებით , დამოუკიდებელი ექსქპერტ ხარებავასა და სამხარაულის ბიუროს უმძიმესი დასკვნით !

2) ე.მ ( მეზობლის ნათესავი ) ადასტურებს , რომ იცოდა თ. ი – ს ფსიქოლოგიური მდგომარება , მაშინაც როდესაც საბუთზე ხელი მოაწერინა და შემდგომაც , როდესაც მისი სახელით პროცესს აწარმოებდა სასამართლოში , არსებობს ოქმში ჩანაწერებიც სადაც ადასტურებს , რომ თ. ი საქმის კურსში არ იყო და რომ მისი ინფორმირება არ შეიძლებოდა, რადგან იგი სრულ ჭკუაზე არ იმყოფებოდა !

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიკეტა მოულოდნელად ისე , რომ მსესხებლებმა მათ კვალსაც ვერ მიაგნეს !

4 . როდესაც ე.მ მიკროსაფინანსოს დამფუძნებლები მოძებნა, მას მოსთხოვეს სასწრაფოდ სრული თანხის დაფარვა, რადგან ვიკეტებით და თანხა გვჭირდებაო რაზეც ე.მ უარი განუცხადა და მოითხოვა დრო !

5. მიკროსაფინანსო ბინას უფორმებს ვინმე х პიროვნებას, რომელიც გარკვეულ სამუშაოს ასრულებს ამ კომპანიაში! არ დასტურდება х პიროვნების მხრიდან ბინაში თანხის გადახდა! საუბარია კიდევ საბუთების გაყალბებაზე და ათას სხვა დანაშაულზე ! აღნიშნული ამბავი მეზობლებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მაშინ , როდესაც თ.ი ს გამოსახლებისთვის მოვიდნენ ! საქმის კურსში ჩავაყენეთ მისი ძმიშვილი , რომელიც იურისტია ! მას შემდეგ შეგროვდა უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ თ.ი არის მსხვერპლი თაღლითობის და საქმე წარმოებაში უნდა დაბრუნდეს ! მაგრამ ერთი წელია უტყუარი მტკიცებულებებისდა მიუხედავად, ვერაფერს მივაღწიეთ !

ამდენი ახალი გარემოების გამოჩენამ წესით საქმე თავდაყირა უნდა დააყენოს , თუმცა როგორც ჩანს, მოსამართლეებს ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდათ და ურჩევნიათ პირველი განაჩენი , რომელშიც თ.ი არ მონაწილეობდა და არც კი იყო ინფორმირებული , ძალაში დატოვონ და თ.ი -მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს ! არ არის ადამიანი – არ არის პრობლემა!

p.s ვის არ ვთხოვეთ თანადგომა და დახმარება , მერიის კულტურის სამსახურსაც კი, რადგან ქვეყანა ვალშია მის
აწ გარდაცვლილ მეუღლესთან , როგორც ბრწყინვალე შემომქმედ-კომპპზიტორთან , მაგრამ უარი მივიღეთ ! არ გვეხებაო ! ადამიანის ბედი არავის ადარდებს და არავის ეხება !“,-წერს ლანა სიხარულიძე.

Facebook Comments