საზოგადოება

SOS „წითელფეხება მტრედებოს“ ავტორის ავადმყოფ მეუღლეს ხვალ სახლიდან ასახლებენ


ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს, ავთო შარვაძეს თბილისის კოლორიტს ეძახდნენ და რამდენად სამწუხაროა, რომ დღეს მისი ქვრივი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თაღლითების მსხვერპლია და 10 ოქტომბერს შეიძლება, სახლიდან გაასახლონ.

„ავთო ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო, ისე უვლიდა ეს საცოდავი, ჩვილს რომ უვლიან. მანამდე ბედნიერი 12 წლიანი თანაცხოვრება ჰქონდათ. ხმაურიანი საღამოები, სტუმრიანობა მუდმივი და გაშლილი სუფრები“,-ყვება „ინფო ფოსტალიონთან საუბრისას მათი მეზობელი, ლანა სიხარულიძე.

მისი თქმით, ავთოს სიკვდილის შემდეგ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, რითიც ერთ-ერთი მეზობლის ნათესავმა ისარგებლა და ფსიქიკაშერყეულ ქალს საბუთებზე მოტყუებით ხელი მოაწერინა.

„მანამდე წამლებს იღებდა სულ. მერე უკვე წამლები არ შველოდა. მძიმედ იყო ძალიან. მის ფსიქიკურ მდგომარებაზე კითხვა არ არსებობს! დასკვნებიც ხელთ გვაქვს . სამხარაულშიც გვეწვა.დამოუკიდებელი ექსპერტიც დასკვნაც გვაქვს! ძველი ამონაწერიც პოლიკლინიკის ნერვოპათოლოგის. და უარს ეუბნებიან იმიტომ რომ სასამართლო უწყებებს , რომ უგზავნოდნენ ხელზე ბარდებოდაო. და რა ? ჯანმრთელს ბარდებოდა? ხვდებოდა რა იყო? ადეკვატური იყო ? ამას ემატებოდა ისისც რომ ის თაღლითი ატყუებდა ასეა საჭიროო. ეხლაც მოეთრა და ატყუებდა . ხვალ სახლიდან წადიო, მოვლენ აწერენ შენს სახლსო და დალუქავენო. მერე შენ გატეხეო და შედიო“,-ამბობს ლანა სიხარულიძე. მისივე თქმით, თუ ქალი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაამთავრებს, სასამართლო სისტემა იქნება დამნაშავე.

ავთო შარვაძე, რომელიც 2005 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან ქართველებს ისეთი არაჩვეულებრივი სიმღერები დაუტოვა, როგორიცაა „წითელფეხება მტრედებო“, „გიორგობის თვე“, „თამუნია “ “მე და მთვარე”, “შემოდგომა”, “სატრფიალო”, “ხიდი”, “ცისადარო”,  “ქალაქური რომანსი”, “თამუნია”და სხვ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni