უცხოური მედია

ირანში დაკავებული რუსი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი, რომელიც ირანის ხელისუფლებამ დააკავა, გათავისუფლებულია. ამის შესახებ თეირანში რუსეთის საელჩოს თვითერ-ექსაუნთზე წერია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თეირანში რუსეთის საელჩოს ძალისხმევით, ირანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქის, იულია იუზიკის გათავისუფლების შესახებ!,-ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტმა 10 ოქტომბერს დილით უკვე დატოვა ირანი და მოსკოვისკენ გაფრინდა. რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.

იულია იუზიკის დაკავების შესახებ 4 ოქტომბერს გახდა ცნობილი. მას ირანში ჩაფრენისას, აეროპორტში პასპორტი ჩამოართვეს, მოგვიანებით კი, სასტუმროს ნომერში დააკავეს. ჟურნალისტს ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედებოდა ბრალად, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

Facebook Comments