სამართალი

ნაზი ჯანეზაშვილი არ უარყოფს, რომ იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რაც შალვა თადუმაძემ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რაც შალვა თადუმაძემ.

ჯანეზაშვილის თქმით, ამის შემდეგ პოლონეთის პრესტიჟულ სასწავლებელშიც სწავლობდა. ერთი სემესტრი კი, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში.  

„არაფერი დასამალი არ მაქვს, პარლამენტის საიტზე დღესაც იძებნება ინფორმაცია ჩემი დიპლომის შესახებ, თუმცა შემდეგ ვარშავის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. დიდი კონკურსის შედეგად მოვხვდი. ჩემში დაინახეს პოტენციალი და დამაფინანსეს, მყავდა ცნობილი ლექტორები, პოლონელები. ასევე ერთი სემესტრი ვსწავლობდი აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში და მადლობა ჩიორა თაქთაქიშვილს, რომელმაც ამის შესახებ დაწერა“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა დიანა ტრაპაიძესთან სტუმრად ყოფნის დროს.

მისი თქმით, შალვა თადუმაძის დიპლომის შემთხვევაში, კითხვებს ბადებს თარიღი. მისივე თქმით, შალვა თადუმაძეს აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უნდა ეზრუნა განათლების გაღრმავებაზე.

„იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში იყო კორუფცია, ვინც მაშინ ამთავრებდა ქართულ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებს, გამოვიდნენ და ამის შესახებ ისაუბრონ“,-განაცხადა მან.

Facebook Comments