სამართალი

ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციათა აგრესიულ კომენტარებს მათ დამფინანსებლებს გადავუგზავნი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალულრ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ მისი მისამართით გაკეთებულ კომპენტარებს ამ ორგანიზაციებს დამფინანსებლებს გაუგზავნის.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით, გამორჩეული ზიზღის, აგრესიის და უტაქტობის ფონზე ახორციელებენ ადვოკატ ქალზე თავდასხმას, ცდილობენ მის დისკრედიტაციას და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ერთი მათ დამფინანსებლებს (დონორ ორგანიზაციებს) უნდა გავუგზავნო ერთობ მრავალფეროვანი კომენტარები და საინტერესოა, რა მოხდება.

p.s. როგორც ყოველთვის, ყველა დროს, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კლიენტის ინტერესების დასაცავად და სიმართლეს აუცილებლად გამოვააშკარავებ, გთხოვთ, მომიტევეთ“ -აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

Facebook Comments