უცხოური მედია

ქურთებმა სირიაში თურქეთის შეტევა მოიგერიეს

ქურთულმა შენაერთებმა, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ სირიის ქალაქ თელ-აბადზე თურქეთის არმიის შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა, მუსტაფა ბალიმ თვითერზე დაწერა.

„ამ მომენტისთვის შეტევა შეწყდა“,-წერს ბალი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთით ქურთულ შენაერთებს შეუტია. სროლა იყო ქალაქებში თელ-აბადსა და ქობანში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი. 

9 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწეყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია დაიგეგმა ქურთისტანის სახალხო პარტიისა და isis-ის წინააღმდეგ. 

Facebook Comments
თეგები