საზოგადოება

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა.

ესენი არიან ფილოლოგი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი​, პიროვნული განვითარების ტრენერი ქეთევან ჟვანია-თაისონი​, ბიზნესმენი ანდრო ბიბილეიშვილი, ეკონომისტი ნიკოლოზ კიკვიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეთერ გაიაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი თემურ არაბიძე, მსახიობი ირაკლი აფაქიძე, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ხელმძღვანელი ნინო მგალობლიშვილი, ბიზნესის მართვის სპეციალისტი ნუკრი საჯაია, მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას” დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი, პიანისტი და ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი ნინო ყამბეგაშვილი​, ​მხატვარ-არქიტექტორი ირაკლი ქადეიშვილი​.

Facebook Comments