ნელი გოგუაძე – თბილისში ძველ ბინებზე ნაკლები მოთხოვნაა

ბინების გაყიდვის ტენდენცია მკვეთრი შემცირებით ან ზრდით არ გამოირჩევა, მაგრამ შედარებით სწრაფად გაყიდვადია ბინები, სადაც ფასი საბაზროზე დაბალია,-ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტოს მფლობელი ნელი გოგუაძე „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, თბილისში ყველაზე მოთხოვნადია ბინები, რომელთა ფართი 70-80 მ/კვ-ა.

„საშუალოდ ფასები შემცირებით არ ხასიათდება. გარეუბნებში ფასები 500-650 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ვაკეში კი, ფასები იწყება 1200 დოლარიდან და იზრდება ადგილმდებარეობისა და ხარისხის მიხედვით. საბურთალოზე – 800 დოლარიდან.

ორივე შემთხვევაში იგულისხმება თეთრი კარკასი. ძველ ბინებზე ნაკლებადაა მოთხოვნა, რადგან ახალი მშენებლობები აქტიურ ფაზაშია და შესაბამისად, გაზრდილია ახალი ბინების მიწოდება.

რას შეეხება უცხოელ მყიდველებს, მათი რაოდენობა შემცირდა ირანელების ხარჯზე, მოთხოვნა უფრო ადგილობრივებისგან გვაქვს. უცხოელებს ძირითადად აინტერესებთ ძველი ტურისტულად აქტიური უბანი“,-აცხადებს ნელი გოგუაძე.

მისივე თქმით, თბილისში ბინების ყიდვის მსურველები რუსეთიდან ძირითადად, იქ მცხოვრები ქართველები არიან.

Facebook Comments

ახალი დადებული