Advertisements

სუსის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. უწყების ცნობით, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

Nusagi

გიგა ნიკოლეიშვილი 2016-2017 წლებში ნიკოლეიშვილი თბილისის მერის მოადგილე იყო. ამავე უწყებაში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. 

გიგა ნიკოლეიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ; აქვს სპეციალური წოდება-სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი. 1999 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო, მედალი-,,მხედრული მამაცობისთვის” მიიღო.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული