მოგზაურობა

ბრიტანელმა სტუდენტმა ნაბახუსევის გამო, გასეირნება გადაწყვიტა და საფრანგეთამდე ჩავიდა

ბრიტანელმა სტუდენტმა, რომელმაც წინა საღამო სმაში გაატარა, ნაბახუსევის უსიამოვნო შეგრძნებისგან გასათავისუფლებლად, გასეირნება გადაწყვიტა და შემთხვევით 800 მილი (1287 კმ) გაიარა, -ამის შესახებ Daily Mail იუწყება. 

20 წლის ინგლისელი ბარნი რული ქალაქ როს-ონ-უაიდან ედინბურგის უნივერსიტეტის დამთავრებას აღნიშნავდა. გამთენიისას ბიჭი გარეთ გავიდა და ფეხით 13 მილი (20 კმ) გაიარა. ცოტა ხანში მიხვდა, რომ სახლს საკმაოდ დაშორდა , მაგრამ დაბრუნების ნაცვლად, გზა საწინააღმდეგო მხარეს გააგრძელა. 

სტუდენტი, რომელმაც სტარტი ჩესტერიდან აიღო, ფეხით ქალაქ პულამდე ჩავიდა, სადაც ბორანზე დაჯდა და საფრანგეთის ქალაქ შერბურ-ოქტევილში მოხვდა. ამის შემდეგ საფრანგეთში მოგზაურობა განაგრძო, მოინახულა ქალაქები რენი, ანჟე, ბორდო და სხვ.

ამ დროისთვის რულმა 800 მილი დაფარა და ქვეყნის სამხრეთ -დასავლეთით იმყოფება. საბოლოო წერტილად სან-სებასტიანი აირჩია, ჩრდილოეთ ესპანეთში. მოგზაურის თქმით, დღეში 20 კმ-ს გადის, ღამეს კარავში ათენებს და საკუთარ მოგზაურობას თავადვე ასპონსორებს. 

„ყოველთვის მინდოდა ესპანეთის მონახულება, მაგრამ ვერ შევძელი, სანამ მეგობრებთან ერთად, კარგად არ გამოვთვერი“,-ამბობს რული. 

Facebook Comments