მეცნიერება

ევროპის კოსმოსური სააგენტო ასტეროიდს აკვირდება, რომელიც სავარაუდოდ, დედამიწას დაეჯახება

 ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) რისკების სიაში დაამატა ასტეროიდი, რომელიც მათი შეფასებით, შესაძლოა დედამიწას ძალიან მოუახლოვდეს და დაეჯახოს 2084 წელს.

კოსმოსური სხეული იდენტიფიცირებულია როგორც SU3 2019 და MailOnline-ის თანახმად, 46 ფუტი დიამეტრისაა. ის ითვლება მეოთხე შედარებით საშიშ ასტეროიდად, რომელსაც პლანეტის დაზიანება შეუძლია. 

ESA აღნიშნავს, რომ დარტყმა სავარაუდოდ, 2084 წლის 16 სექტემბერს 17:53 სთ-ზე მოხდება. და ამ დროის განმავლობაში, ის დედამიწას 0,00079 ასტრონომიული ერთეულით, ანუ დაახლოებით 73,435 მილის მანძილზე მიუახლოვდება. ეს შესაძლოა, ერთი შეხედვით სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა რეალურად, კოსმოსისთვის ეს მანძილი საკმაოდ მცირეა. 

International Business Times-ის ცნობით, მცირე ბიძგიც კი საკმარისია, რომ ის დედამიწას დაეჯახოს.  

ESA -მ 2019 SU3 ასევე დაამატა პრიორიტეტების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტეროიდს ყურადღებით აკვირდებიან. 

სააგენტოს მონაცემებით, დედამიწაზე ასტეროიდის დაჯახების შანსია „ერთი 152-დან“.

საბედნიეროდ, ის ისეთი დიდი არ არის, რომ სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. 

Facebook Comments
თეგები