ხელოვნება და კულტურა

თიკა ჯამბურია – 9 წლის ასაკში, მთაზე მარტო დამტოვეს ლამაზი კადრისთვის, 19 წელი გასულა…

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცნობილი კლიპის, „ჯეირანის“ გადაღების დეტალებს იხსენებს.

„19 წელი გავიდა !!! მაშინ ძალიან ბევრი ვერ ხვდებოდა და დღემდე ვერ ხვდება რა საოცარი ნამუშევარია ეს ვიდეო. რა პირობებში ვიღებდით, უშუქობაში ყინვაში … რა კომპიუტერულ ტექნიკაზეა საერთოდ საუბარი . 9 წლის ასაკში მარტო მთაზე დამტოვეს ლამაზი კადრისთვის და მთელი სიმღერა უკუღმა მასწავლეს რომ კადრები დაეტრიალებინათ, შედეგად კი ეს მივიღეთ …
რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო ვაფასებ ჩვენ შრომას!!!!

ჯეირანი-თიკა ჯამბურია

პროდიუსერი -ნატო დუმბაძე
რეჟისორი-დათო დოიაშვილი
არანჟირების ავტორი -ნიკა მემანიშვილი
ვერსია-რუსიკო ბახტაძე
კოსტიუმები-მაკა ასათიანი
ვიზაჟი-ანუკა მურვანიძე
2000წელი
p.s ალბათ ეს არავინ იცის
3:00 წუთზე ზე თუ კარგად დააკვირდებით ამ სიმღერაში ნინო ქათამაძის უნიკალურ ხმასაც გაიგებთ.“,-წერს თიკა ჯამბურია.

Facebook Comments