კულინარია

ფერით მარწყვს ჰგავს, ფორმით- ჟოლოს, თუთის გემო აქვს და ხე ისხამს, ფეხები არ გამაფშეკინოს

ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში დილით შეძენილი, უცნობი ხილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ფერით მარწყვს ჰგავს, ფორმით- ჟოლოს, თუთის გემო აქვს და ხე ისხამს, – არ ვიცი რა ჰქვიან, შეუსწავლელიაო, ბალღმა მოიტანა და ვახარე, მე ხემარწყვას ვეძახიო- მიმტკიცებს ჩემი თამარა!
მიშველე ზურიკო შევარდნაძე, შენ კი გექნება ეს “შესწავლილი” და გეცოდინება – კულტურულად რა ქვია და საჭმელადაც ხომ გამოდგება, ფეხები არ გამაფშეკინოს, სადმე ასე უსახელოდ არ მიმასიკვდილოს ამ თვალმახარამ…
დილა მშვიდობისა გოგებო და ბიჭებო!“

ნინო კვაჭანტირაძეს ფეისბუქმომხმარებლები გამოეხმაურნენ, მათი თქმით, ნაყოფი გურიაში მოდის და ხის მარწყვს ეძახიან.

Facebook Comments
თეგები