სოციალური ქსელები და მედია

„ქალები სვამენ“ – სოციალურ ქსელში ქალებმა თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყეს

სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო. თოდაძემ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

თავად დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თოდაძე ნასვამი იყო და ინვენტარი, რომელიც თოდაძის თქმით ინციდენტის დროს ჯიშკარიანმა დაამტვრია, თავად თოდაძემ დააზიანა.

თოდაძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, არ უარყოფს, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი იმ დღეს ჯიშკარიანთან და სხვა პირებთან ერთად მართლაც მიიღო, თუმცა ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ ქალი სხვებზე მეტს სვამდა. აღნიშნული განცხადება 

აღნიშნულის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლები ფეისბუკში ავრცელებენ პოსტებს ჰეშთეგით “ქალები სვამენ” და თამთა თოდაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

ნეტგაზეთი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni