მოგზაურობა

14 ოქტომბერს მცხეთის მიმართულებით უფასო მატარებელები დაინიშნება

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, “საქართველოს რკინიგზა” ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური სადგურიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 წთ-ზე.

მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური სადგურიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ სადგურზე შემოვა 23:20 წთ-ზე.

მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

Facebook Comments