სამართალი

ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

 ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის ამბობს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განძრახული არ ჰქონია. დეკაინოიძეს ბრალი დღეს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენეს.

„ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა. მისული იყო, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დალაპარაკებოდა. შემდგომ მოხდა შელაპარაკება“,- განაცხადა ადვოკატმა.


საქმეზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

Facebook Comments