რელიგია

დღეს მოწამეთობაა

დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს.

ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. მოწამეთას მონასტერში წირვას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს. საზეიმო წირვა-ლოცვას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე მოადგილეებთან ერთად ესწრება.

ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა.

Facebook Comments