Advertisements

ხაზარაძე-ჯაფარიძე იქით იყოს, მაგრამ აქეთ არის ვლადიმერ პუტინი

ხელისუფლება ჯოხს ხაზარაძე-ჯაფარიძეზე გადატეხავს, შემდეგ კი, გააკეთებს ოპტიმიტურ განცხადებას, რომ აუცილებლად განახორციელებს ანაკლიის პორტის პროქტს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის “ წევრმა, ნიკა მელიამ ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ პროექტს არ გააგრძელებს.

„აგერ თქვენ და აგერ მე, დავინახავთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს პროექტი აუცილებლად იქნება ტერმინირებული. ვინაიდან და რადგანაც, ხაზარაძე-ჯაფარიძე იქით იყოს, მაგრამ აგერ არის ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ამ პროექტის განხორციელება არ სურს“,-აცხადებს მელია.

მისივე თქმით, მიუხედავად აშშ-ს რეკომენდაციებისა, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ პროექტს მაინც შეაჩერებს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბატონი ივანიშვილი, ან ქალბატონი ცქიტიშვილი დამოუკიდებლად წყვეტენ ამ მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტის შეჩერებას, კაცია და ბუნება“,-აცხადებს ნიკა მელია. 

Facebook Comments
Advertisements

You may have missed