უცხოური მედია

ერდოღანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეწყვეტს სირიაზე თავდასხმას

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქურთები დანებდებიან.

“თურქეთის სამხედრო ოპერაცია მეზობელ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დასრულდება, თუ ამ რეგიონში ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და დატოვებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ანკარა “უსაფრთხოების ზონის” შექმნას გეგმავს, თუმცა, სანამ ეს არ მოხდება, ვერავითარი ძალა ვერ აიძულებს თურქეთს შეაჩეროს შეტევა სირიაზე. ოპერაცია დასრულდება, მაშინ, როცა “უსაფრთხოების ზონა” შექიმნება და ამასთან დაკავშირებით ანკარა მოლაპარაკებებს არ განიხილავს,- აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის მიზანია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

სირიაში მიმდინარე მოვლენებზე სამსჯელოდ გაეროს უშიშროების საბჭოში დღეს საგანგებო სხდომა გაიმართება.სხდომის გამართვის ინიციატორები ორგანიზაციის მუდმივი წევრები დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და პოლონეთი არიან. მათი მოთხოვნით განხილვა დახურულ რეჟიმში შედგება.

Facebook Comments