პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ვააჰ, ეს ის კაცი არაა, სულხან მოლაშვილის წამების ბრძანება რომ გასცა?”-ირაკლი ლატარია

“ევროპული საქართველოს” პოზიციას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის სამართლებრივი დევნა ან ქონების გადანაწილება არ უნდა დაიწყოს,  ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ბოლო დროს „ღვთის გზაზე შემდგარი“ გიგა ბოკერია, იმდენად მიმტევებელი გახდა, რომ პირობას დებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ოპონენტებს არ დაიჭერს. ვააჰ, ეს ის კაცი არაა, სულხან მოლაშვილის წამების ბრძანება რომ გასცა? არც ის კაცია, გლდანის ეკლესიის დარბევაში რომ მონაწილეობდა? არც ციხის ბუნტის დროს პატიმრების დახვრეტაში მიუძღვის რაიმე ბრალი, არა?! ახლა ეს მისი „ჰუმანურობა“ რას მივაწეროთ? ჩვენმა ჰუმანურმა ხელისუფლებამ რომ არ დაიჭირა თავის დროზე, ამ ძაან „ღვთისნიერმა“ კაცმა გადაწყვიტა სიკეთეს სიკეთით უპასუხოს თუ უფრო ცუდადაა საქმე, რამეს ხომ არ უგრძნობს გულითქო ვფიქრობ. ხუმრობა იქით იყოს და გიგა ბოკერია რომ დაუსჯელი ივლის და აქეთ დაუწყებს დამშვიდებას ხელისუფლებას ნუ გეშინიათ, არ დაგიჭერთო, იმ ხელისუფლებას აღარც „უნიათოს“ იარლიყის მიწებება უნდა უკვირდეს და აღარც გამუდმებული თავის მართლების რეჟიმში ყოფნა”, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

“ევროპული საქართველო” მომხრეა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტრია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც.

Facebook Comments