პოლიტიკა

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოგიწყობთ რევოლუციას

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” 60%-ს, ხოლო 20-20%-ს ოპოზიცია მიიღებს, ხელისუფლება რევოლუციას უნდა ელოდეს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“თუ თქვენ გაბედავთ ბატონებო და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60%-ს და დაუწერთ 20%-ს სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, ჩვენ, პატრიოტები ქართველ ხალხთან ერთად, მოგიწყობთ რევოლუციას. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.  

მან, ასევე ისაუბრა საპარლამენტო კოალიციის შექმნაზეც და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისთვის”, “პატრიოტთა ალიანსს” პარტნიორობა არ შეუთავაზებია.

Facebook Comments