სპორტი

19-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში პირველი ადგილით ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატია 2:0 დაამარცხა. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველებმა ჯგუფში მესამე შეხვედრაც მოიგეს და 9 ქულით ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში კვლავ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, გუნდმა ეს შეხვედრაც აქტიურად დაიწყო და გულიაშვილისა და დავითაშვილის გოლებით დაწინაურდა. საბოლოოდ თამაშ ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

Facebook Comments