პოსტები სოციალური ქსელიდან

ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, სადაც ქალებს შეუძლიათ აირჩიონ, ან იყიდონ ქმარი

ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, სადაც ქალებს შეუძლიათ აირჩიონ, ან იყიდონ ქმარი. შესასვლელში ეკიდა აბრა წარწერით…
1. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაღაზიას მხოლოდ ერთხელ!
2. მაღაზია 6 სართულიანია და მამაკაცების ხარისხი სართულების შესაბამისად იზრდება.
3. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი რომელიმე სართულზე ან ახვიდეთ ზედა სართულზე.
4. ქვედა სართულზე დაბრუნება აკრძალულია!
და ქალიც შევიდა.
კითხულობს აბრას პირველ სართულზე.
“კაცები, რომლებიც მუშაობენ”, – მაშინვე ავიდა მეორე სართულზე.
. აბრა მეორე სართულზე: “კაცები, რომლებიც მუშაობენ და უყვართ ბავშვები”.
ქალი მესამე სართულზე ადის.
აბრა: “კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები თან ძალიან სიმპათიურები არიან”, “რა მაგარია” – გაიფიქრა ქალმა და წავიდა მეოთხე სართულზე.
აბრა მეოთხე სართულზე: “კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, ძალიან სიმპათიურები არიან და ეხმარებიან დიასახლისობაში ქალებს”. “რა მაგარია!” – წამოიყვირა ქალმა – “
მაგრამ, მაინც წავიდა მეხუთე სართულზე. წარწერა მეხუთე სართულზე:
“კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, სიმპათიურები არიან, ეხმარებიან დიასახლისობაში და ასევე ძალიან რომანტიულები არიან.” ქალს ძალიან უნდოდა დარჩენილიყო ამ სართულზე და აერჩია მამაკაცი, მაგრამ სულმა წასძლია და გააგრძელა გზას ბოლო სართულისკენ. მეექვსე სართულზე კი კითხულობს წარწერას:
“თქვენ ამ სართულზე ხართ სტუმარი № 31456102, აქ კაცები საერთოდ არ არიან, ეს სართული არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ქალების სურვილებს არ აქვს საზღვარი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის!”))

ხოლო ქუჩის მეორე მხარეს იყო “ცოლების მაღაზია”.
პირველ სართულზე იყო “ლამაზი ქალები”- ს. განყოფილება.
მეორე სართულზე იყვნენ – “ლამაზი ქალები, რომლებსაც უყვართ სექსი”.
როგორი ქალები იყვნენ დანარჩენ სართლებზე, არავინ არ იცის. იქ ჯერ არავინ შესულა!

მამუკა მჭედლიშვილის ფეისბუქგვერდიდან.

Facebook Comments