პოლიტიკა

ტრამპი ერდოღანს – ნუ თამაშობ მაგარი ბიჭის როლს და ნუ იქნები სულელი, მოგვიანებით დაგირეკავ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებით ერდოღანს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ ერდოღანმა ისე გარისკა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებით, შესაძლოა ისტორიას ცუდად დაამახსოვრდეს და ეშმაკსაც კი შეადარონ,- ინფორმაციას skynews ავრცელებს.

„მოდი მოვილაპარაკოთ, შენ არ გსურს პასუხისმგებელი იყო ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე და არც მე მინდა, თურქეთის ეკონომიკა გავანადგურო. ვიმუშავე ნაყოფიერად შენი პრობლემების აღმოფხვრისთვის. გენერალ მაზლომს უნდა შენთან მოლაპარაკება და ის სურვილს გამოთქვამს გარკვეულ დათმობებზე, რასაც წარსულში ადგილი არ ჰქონია.

ისტორია დადებითად შეგაფასებს, თუ მოიქცევი სწორად და ჰუმანურად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსოფლიო შენ აღგიქვამს ისე, როგორც ეშმკას.

ნუ თამაშობ მაგარი ბიჭის როლს და ნუ იქნები სულელი. მოგვიანებით დაგირეკავ“ ,- ნათქვამია ტრამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილ წერილში.

Facebook Comments