უცხოური მედია

თარჯიმნის გაოცებული სახის ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ მედიაში იტალიელი თარჯიმნის გაოცებული სახის ფოტო ვირუსულად ვრცელდება,-ამის შესახებ daily mail wers.

თეთრ სახლში, იტალიის პრეზიდენტ სერხიო მატარელასთან ერთობლივ კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოიხსენია ის, როგორც პრეზიდენტი მოცარელა და აღნიშნა, რომ აშშ და იტალია ძველი რომის ეპოქიდან მოყოლებული, მოკავშირეები არიან…

„დღეს ჩვენ ყველა ტრამპის თარჯიმანი ვართ“,-წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა თვითერზე ტრამპის სრული ციტატა გამოაქვეყნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ მართალია, აშშ-სა და ძველ რომს ისტორიულად ერთ პერიოდში არ უარსებიათ, მაგრამ მათ საერთო კულტურული და პოლიტიკური წარსული აქვთ.

Facebook Comments