ბიზნესი

ანაკლიის პორტის აქციების 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია “ვანორდი” გახდა

DCIM100MEDIADJI_0105.JPG

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია “ვანორდი” გახდა.

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქციების გაყიდვის ნებართვა მისცა. აღნიშნულმა კომპანიამ გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერი დააღრმავა. 

“ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტრორს. წლის ბოლომდე გადავავადეთ, ასე ვთქვათ, ხელშეკრულების მოშლის თარიღი. ვიმედოვნებთ, რომ ინვესტორი ორინეტირებული იქნება ვალდებულებების შესრულებაზე და წლის ბოლომდე დადებს შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ანაკლიის პროექტი, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რეგიონული გავნვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი ინვესტორი “მერიდიანი” ჰყავს წარდგენილი. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს. 

Facebook Comments