საზოგადოება

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე 17 ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად “მუქარის წერილზე” აღმოჩენილია 17 ანაბეჭდი.

“ჩატარდა ანაბეჭდების დაფიქსირების ექსპერტიზა. კონკრეტულად წერილის ფაილზე აღმოჩნდა 17 ანაბეჭდი. სხვა სახის ექსპერტიზა ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა. მათ მოახდინეს მათ ხელთ არსებული საშუალებებით ამ წერილზე ანაბეჭდების იდენტიფიცირება ანუ გადმოტანა და არსებობს ამის უკვე ვიზუალური ვერსია და დაფიქსირებულია რა ადგილზეა ისინი”,- განაცხადა ზვიად კორძაძემ ბრიფინგზე. 

მისი თქმით პროკურატურას უმარტივესი პროდეცურა აქვს ჩასატარებელი. მან უბრალოდ უნდა დაადგინოს ვის ეკუთვნის აღნიშნული ანაბეჭდები და ისინი დაიბაროს გამოკითხვაზე. 

“პროკურატურამ უნდა მოახდინოს იდენტიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაზაში უნდა გაატაროს ანაბეჭდები რომ დაემთხვევა, უნდა დაიბაროს შესაბამისი პირი”,- აღნიშნა ადვოკატმა.

წერილის ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ ზვიად კორძაძემ პასუხების ფაილები მეხსიერების ბარათებით მედიის წარმომადგენლებს გადასცა. 

მისი განმარტებით, პროკურატურისთვის წერილის დედნისა და ექსპერტიზის პასუხების წარდგენით მამუკა ხაზარაძის მხარე ასრულებს იმ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებას, რომელიც მას შეეძლო.

Facebook Comments