უცხოური მედია

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ორი იაპონური გემი იპოვეს

ღრმა წყლის რაიონების მკვლევრებმა წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულებთან, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ორი იაპონური გემი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს ორი გემი იმ შვიდ ხომალდს შორის იყო, რომლებიც 1942 წელს აშშ-სა და იაპონიას შორის მიდუეის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. 

ერთი გემი, სახელწოდებით “კაგა” გასულ კვირას აღმოაჩინეს, მეორე გემი “აკაგი” კი გუშინ, 20 ოქტომბერს იპოვეს. 

ამ გემების ძიება საკვლევი გემის Petrel-ის ეკიპაჟის წევრებმა დაიწყეს. გემი კომპანია Vulcan Inc-ს ეკუთვნის, რომელიც Microsoft-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის პოლ ალენის მიერ არის დაარსებული.

ეკიპაჟი გემებს სპეციალური მოწყობილობით ეძებდა. ორივე გემი პაპაჰანაუმოკუაკეის ზღვის ეროვნული მონუმენტთან ახლოს, 5 490 მეტრის სირღმეში იყო. 

Facebook Comments