მეტროსადგურ გოცირიძეს მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან ბიჭს რკინიგზის მატარებელი დაეჯახა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
Facebook Comments