საზოგადოება

სოსო ფხაკაძე: პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ არცერთი ახალი რეგულაციის შემოღება, აზრთა შეჯერების გარეშე არ მოხდება

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ძალიან ღია დისკუსია იყო. შევეხეთ ძალიან ბევრ თემას და პრემიერი ცდილობდა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. პირველი საკითხი, რაც დავაყენეთ ეს ეხება რეგულაციებს, ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს რაღაც ჩარჩო მექანიზმი ე.წ. ფილტრი და ეს არის პროცედურების ერთობლიობა ნებისმიერ რეგულაციაზე, რომელიც უნდა იქნას შემოღებული და ეხება ბიზნეს და ეკონომიკას. ამ ფილტრის გავლის გარეშე არ მოხდება ამ რეგულაციის შემოღება.

ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, მივიღე დაპირება პრემიერისგან, რომ არცერთი ახალი რეგულაცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ეკონომიკასთან ჩვენთან კონსულტაციების, აზრთა შეჯერების გარეშე მისი შემოღება არ მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ სულისკვეთებას მივესალმებით. მეორე საკითხი, რაც ჩვენ დავაყენეთ ეფექტურობა, ოპერატიულობის ხარისხი უნდა გაიზარდოს სახელმწიფო სტრუქტურებში და ამ მხრივაც მივიღეთ დაპირება, რომ ასე მოხდება ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტა.

სხვათა შორის პირველი სიმპტომები უკვე არის აი, ვთქვათ წინა კვირაში რამდენიმე ქეისი, რომელიც ჩვენს წევრებს აწუხებდათ გადაწყდა და ეს ძალიან, ძალიან მისასალმებელია. ასევე, ვისაუბრეთ ლარის კურსზე და საბანკო რეგულაციებზე. პრემიერი უშუალოდაა ამ პრობლემატიკაში ჩართული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აქაც გვექნება სიახლე“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

Facebook Comments