გზა მზისკენ – აჭარის ხელოვნების მუზეუმში ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

19-20 ოქტომბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეამ ნუცა დუჩიძის პერსონალურ გამოფენას „გზა მზისკენ“ უმასპინძლა. ექსპოზიციაზე თვითნასწავლი მხატვრის 30-ზე მეტი ნახატი გამოიფინა, რომელთა დიდი ნაწილის ინსპირაცია ბათუმი და აჭარის ხედებია.

„როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა, თითქმის ყველა ჩემს ნახატში ვიღაცა მზისკენ მიდის. როგორც ჩანს, ეს ჩემი სულიერი განწყობაა და გამოფენის სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. მზისკენ სწრაფვა იგივე სინათლის, სითბოს, სიკეთის ძიებაა. ჩემთვის დიდი პატივია აჭარის მუზეუმში ასეთი დონის გამოფენა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს სურვილი ამისრულა“,-ამბობს ნუცა დუჩიძე. 

მხატვრის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „თამარის ხიდი მდინარე კინტრიშზე“ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში დაიდებს ბინას. 

Facebook Comments

ახალი დადებული