კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს

კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ინფორმაციას  მიხეილ დვალიშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ადასტურებს.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.

ამ წუთებში, დვალიშვილი გორის პოლიციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

ცნობისთვის, შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

Facebook Comments

ახალი დადებული