ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების აღდგენა ჩვენზე არ არის დამოკიდებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დიალოგის მომხრეა, თუმცა ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული.

“რა თქმა უნდა, მივესალმებით იმას, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე დიალოგი დაიწყება, რადგან ამან დააზარალა ჩვენი ტურიზმი, უბრალო ოჯახები და ბიზნესი. ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც საჰაერო სივრცის საკითხებზე მუშაობენ, არიან მზად ჩაერთონ მოლაპარაკებებში. რაც უფრო მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის, თუმცა ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება”,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან ფრენები შეწყვიტა.

Facebook Comments

ახალი დადებული