მეცნიერება

NASA- სასიხარულო ინფორმაცია – ოზონის ხვრელი რეკორდულად დაპატარავდა

ანტარქტიდაზე ოზონის ხვრელის სიდიდემ დაკვირვების მთელი ეპოქის (1982წლიდან) განმავლობაში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. ამის შესახებ NASA-ზე დაყრდნობით Associated Press იუწყება.

8 სექტემბერს ხვრელმა 16,4 მლნ კმ/კვ-ს მიაღწია, შემდეგ კი, შემცირება დაიწყო და ახლა 10 მლნ კმ/კვ-ია.

ოზონის ხვრელის შემცირება ამ რეგიონში, სტრატოსფეროში ანომალურმა სითბომ გამოიწვია. ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც კლიმატური მოვლენების გამო, ანტარქტიდაზე ოზონის ხვრელი პატარავდება.  

ოზონის ფენის სიმკვრივეზე დაკვირვება სპუტნიკებიდან ხორციელდება, რომელთა შორისაც 20 აპარატი არის ამერიკული სისტემის Joint Polar Satellite System. სამხრეთ პოლუსის რაიონში მეცნიერები ასევე იყენებენ ბალონებს, რომლებიც ოზონის კონცენტრაციას სხვადასხვა სიმაღლეებზე ადგენენ.  

„ეს მართლაც ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. მეტი ოზონი, ნაკლები ულტრაიისფერი გამოსხივება“,-განაცხადა „ნასა-ს“ მეცნიერმა პოლ ნიუმენმა. 

ოზონის ხვრელი- დედამიწის სტრატოსფეროს ოზონის ფენის გალეული ნაწილია. ყველაზე მსხვილი ხვრელი დედამიწაზე ანტარქტიდაზეა.  1970-იანი წლების ბოლოს ხვრელი გამუდმებით იზრდება დედამიწაზე ქიმიური ნივთიერებების დიდი ოდენობით გამოყენების გამო. კრიტიკულ წერტილს 1990-იან წლებში მიაღწია. 

1985 წელს ოზონის ფენის დასაცავად შეიმუშავეს მონრეალის ოქმი, რომელშიც მკაცრად იყო რეგლამენტირებული ფრეონისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფა. 

Facebook Comments