ხელოვნება და კულტურა

ანიტა რაჭველიშვილი ბერა ივანიშვილს – ვაი შენს პატრონს, ნაძირალა კრეტინი!

ცნობილი ქართველი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრისთვის ჩასაქრობად გაწეული დახმარებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის შვილს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს.

„ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!“,-წერს ანიტა რაჭველიშვილი.

მომღერლის პირადი ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, რომ ის პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია. ფეისბუქგვერდზე მრავლად არის მოქმედი ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და შეურაცხმყოფელი ეპითეტები. ანიტა რაჭველიშვილი დავით ნარმანიას ნაძირალას უწოდებს, კახა კალაძეს მასხარას და თეა წულუკიანს უთავმოყვარეო და ამაზრზენ ქალს. მომღერალი ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„ხალხოოოოო რა გჭირთ? რატომ ხართ ჩუმად?! რატომ იტანთ ამ მოღალატე ნაგავ მთავრიბას?!გამოდით ქუჩებში! გაყიდეს ქვეყანა! გამდიდრდნენ ჩვენს ხარჯზე და ხალხს შიმშილით ხოცავენ! თან დაგვცინიან მუდმივად! ასეთი რა გაგიკეთეს არაფერი რომ აღარ გაღელვებთ?! გამოფხიზლდით! მაინცამაინც რუსულ ტანკს ელიდწბით თვილისის ცენტრში?!გაიღვიძეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!“,-წერს მომღერალი. 



Facebook Comments