ხელოვნება და კულტურა

სტრადივარიუსის ერთადერთი ნამდვილი პორტრეტი აღმოაჩინეს

ნახატი, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, ვიოლინოების უდიდესი ოსტატის, ანტონიო სტრადივარიუსის პორტრეტის ასლია, რომელიც მის სიცოცხლეში იქნა შექმნილი. ამის შესახებ classicalmusicnews იუწყება.

ანტონიო სტრადივარიუსის პორტრეტი, რომელიც პირველად კრემონის მუზეუმში გამოიფინა, სავარაუდოდ, ლეგენდარული ოსტატის ერთადერთი ნამდვილი პორტრეტია. 

სტრადივარიუსის სხვა, გაცილებით ცნობილი პორტრეტები მისი სიკვდილის შემდეგ არის შექმნილი და ავტორების რომანტიკულ შთაბეჭდილებებს უფრო ასახავს, ვიდრე სინამდვილეს. მუზეუმის კურატორმა, ფაუსტო კაჩატორიმ აღმოჩენას დიდი ოსტატის ცხოვრების კვლევაში მნიშვნელოვანი შენაძენი უწოდა. 

ნახატი იტალიელ მუსიკოსს და კოლექციონერს ეკუთვნის, რომელმაც ის იტალიელი მხატვრის, რიკარდო ლალის გალერეაში შეამჩნია. მესაკუთრის თქმით, მრავალრიცხოვანმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ თავად ნახატი, ასევე დაფა, რომელზეც ის არის შესრულებული, მე-17 საუკუნის ბოლოს, ან მე-18 საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. 

მნიშვნელოვანია წარწერაც, რომელიც ნახატის მეორე მხარეს არის. მასზე ლათინური ასოებით წერია, რომ სურათი არის კრემონელი მხატვრის, გიალდისის მიერ 1712 წელს შესრულებული ასლი 1691 წლის ორიგინალიდან. 

სავარაუდოდ, ბრუნვა Stradivario და არა  Stradivarius ნიშნავს, რომ ნახატი თვითონ სტრადივარიუსის დაკვეთით არის შესრულებული, ან მისთვის გადასაცემად არის შეკვეთილი. 


Facebook Comments