ჯარი

საქართველოში ნატოს გემები შემოდიან

 25 ოქტომბერს ბათუმის ნავსადგურში შევა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის სამი გემი – იტალიის საფლაგმანო ხომალდი VESUVIO და ხომალდი NUMANA და თურქეთის ხომალდი AMASRA.

ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. ნატოს გემების დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 საათზეა დაგეგმილი.

ნატოს ხომალდების შემოსვლამდე ბათუმის პორტს დატოვებს ამერიკული სამხედრო გემი Porter-ი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის ინფორმაციით, ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთის და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შეანერთის გემები ბათუმის პორტს 2017 და 2018 წლების შემოდგომაზეც სტუმრობდნენ.

Facebook Comments
თეგები