გამოფენა

ძროხების გამოფენაზე 50-მდე მეწველი ფური, დეკეული და ხბოა წარმოდგენილი

საქართველოში პირველად მესაქონლეობის გამოფენა იმართება, რომლის მიზანიც რძისა და ხორცის სექტორში კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ქართული ჯიშების პოპულარიზაციაა.

„მესაქონლეობის ექსპო 2019“-ზე წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი 19 ფერმის 50-მდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გამარჯვებულს სპეციალური ჟიური წველადობის და მაღალპროდუქტიული გენეტიკის მიხედვით გამოავლენს. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რათა ფერმერებს მესაქონლეობის დარგში არსებული მიღწევები გავაცნოთ. ეს დარგი მოდერნიზაციას საჭიროებს, ვინაიდან ის ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებას მინისტრთან ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

Facebook Comments