განათლება

გაიცანით 15 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის ევროპულ ოლიმპიადაზე ურთულესი ამოცანა ამოხსნა

15 წლის ნიკა ბირ­კა­ძემ ევ­რო­პის ჯუ­ნი­ორ მოს­წავ­ლე­თა ოლიმ­პი­ა­და­ზე ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა ამოხ­სნა, რის შე­დე­გა­დაც ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და, სა­ქარ­თვე­ლო კი ევ­რო­პის სამ გა­მარ­ჯვე­ბულ ქვე­ყა­ნას შო­რის მოხ­ვდა.

ევ­რო­პის ჯუ­ნი­ორ მოს­წავ­ლე­თა ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 11 წლი­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ “მზი­ურ­ში” სწავ­ლობს პროგ­რა­მი­რე­ბას. ნიკა კო­მა­რო­ვის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სკო­ლის მოს­წავ­ლეა.

“მა­თე­მა­ტი­კა თა­ვი­დან­ვე მომ­წონ­და. მე­სა­მე კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, როცა გა­მიყ­ვა­ნეს მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე და გა­ვი­მარ­ჯვე. მე­ხუ­თე კლა­სი­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ “მზი­ურ­ში” და­ვი­წყე ინ­ფორ­მა­ტი­კის სწავ­ლა, რა­მაც ასე­ვე ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პე­ბის გავ­ლის შემ­დეგ მოვ­ხვდი. მა­თე­მა­ტი­კაც მა­ინ­ტე­რე­სებს და ინ­ფორ­მა­ტი­კაც, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ალ­ბათ უფრო ინ­ფორ­მა­ტი­კას და პროგ­რა­მი­რე­ბას ავირ­ჩევ,” – აღ­ნიშ­ნავს ნიკა.

ნიკა ინ­ფორ­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სამ წევრთან ერ­თად იყო წა­სუ­ლი, სა­დაც მათი და­ვა­ლე­ბა 6 ამო­ცა­ნის ამოხ­სნა გახ­ლდათ. მათ­გან ერთ-ერთს მხო­ლოდ ნი­კამ და ბულ­გა­რე­თის ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თმა წევ­რმა გა­არ­თვა თავი.

“ამო­ცა­ნის პი­რო­ბა ასე­თი იყო: პი­რო­ბის მი­ხედ­ვით, ჭად­რა­კის ახა­ლი ფი­გუ­რა ჰქონ­დათ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი და აღ­წე­რი­ლი იყო რა პრინ­ცი­პით მოძ­რა­ობ­და. ვი­ცო­დით ჭად­რა­კის და­ფის ზო­მე­ბი და ჭად­რა­კის ფი­გუ­რის გზა ისე უნდა გა­მო­გე­ბეჭ­და, რომ ყვე­ლა უჯრა მო­ევ­ლო და სა­წყის წერ­ტილ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ამ ამო­ცა­ნას მთე­ლი შე­ჯიბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოხ­სნი­დი, რო­მე­ლი 7-13 სექ­ტემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, თუ მა­შინ­ვე, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და. მთა­ვა­რი იყო, შენი პროგ­რა­მა რა სის­წრა­ფით გა­ივ­ლი­და და ჩა­ე­ტე­ო­და თუ არა მეხ­სი­ე­რე­ბის შე­ზღუდ­ვებ­ში,” – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ნიკა ბირ­კა­ძე. ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მას ოქ­როს მე­და­ლი და რო­ბო­ტი გა­დას­ცეს, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­პის ჯუ­ნი­ორ მოს­წავ­ლე­თა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნიკა ბირ­კა­ძეს­თან ერ­თად მი­სი­ვე ასა­კის თე­ი­მუ­რაზ თო­ლო­რა­ია, ივა­ნე კა­პა­ნა­ძე და გი­ორ­გი კო­ბა­ხია იღებ­დნენ, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ორი ვერ­ცხლი­სა და ერთი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი მო­უ­ტა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში, გოჩა მან­და­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ ნი­კამ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა:

“წარ­მა­ტე­ბის მო­ლო­დი­ნი, რა თქმა უნდა მქონ­და, მის­გან ოქ­როს მე­დალს ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი თუ გახ­დე­ბო­და, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რად­გან ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი იღე­ბენ. ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყავ­დათ რუ­სეთს, ბულ­გა­რეთს, უკ­რა­ი­ნას, პო­ლო­ნეთს, რუ­მი­ნეთს და სხვა ქვეყ­ნებს, მაგ­რამ ჩვენ ევ­რო­პის სამ უძ­ლი­ე­რეს ქვე­ყა­ნას შო­რის მოვ­ხვდით. მე­ო­რე ოქ­როს მედ­ლის აღე­ბაც შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერთი ოქრო, ორი ვერ­ცხლი და ერთი ბრინ­ჯაო მო­ვი­პო­ვეთ,” – დას­ძენს ნაკ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

გოჩა მან­და­რი­ას თქმით, ნიკა ბირ­კა­ძეს წარ­მა­ტე­ბა სხვა ოლიმ­პი­ა­დებ­შიც მრავ­ლად ჰქო­ნია. მა­გა­ლი­თად, მოზ­რდილ­თა მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ა­და­ზე, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 85 ქვე­ყა­ნა იღებ­და, ნი­კამ ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა:

“მო­მა­ვალ­ში ამ ბავ­შვე­ბის წარ­მა­ტე­ბის იმე­დი, რა თქმა უნდა, მაქვს, რად­გან ეს შე­დე­გე­ბი არა უბ­რა­ლოდ, არა­მედ მძი­მე და ბევ­რი შრო­მის შე­დე­გად მო­დის. არც ერთი ბავ­შვი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში შემ­თხვე­ვით არ მოხ­ვედ­რი­ლა, მათი შე­დე­გე­ბიც გვაძ­ლევს იმედს, რომ მო­მა­ვალ­შიც ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან,”- აღ­ნიშ­ნავს გოჩა მან­და­რია.

ოლიმ­პი­ა­დის შე­დე­გით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია ნი­კას დედა, ლელა ნო­ნი­აშ­ვი­ლი:

“მა­თე­მა­ტი­კა ძა­ლი­ან უყ­ვარს, აქამ­დეც გა­უ­მარ­ჯვია კონ­კურ­სებ­ში, ზო­გი­ერ­თში ვერ­ცხლის მე­და­ლიც მო­ი­პო­ვა, ახლა კი ჯილ­დოდ ოქ­როს მე­და­ლი მი­ი­ღო და უკან ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და, თუმ­ცა ამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო,” – აღ­ნიშ­ნავს ის.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

წყარო:- AMBEBI.GE

Facebook Comments