მეუფე იაკობი უხამსი სიტყვების გამო შენდობას ითხოვს

ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრის და ლექსიკის გამო, ყველას შენდობას ვთხოვ, ყველას ბოდიშს მოვუხდი, – ამის შესახებ მეფე იაკობმა განაცხადა. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. თუმცა, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

„ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, იმაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოდიშს მოვიხდი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომ პატრიარქთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შეხვედრა გაიმართა.

„სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია, ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ბატონი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი, ბატონი გახარია. მინდა ვთქვა, რომ უხერხულობას გრძნობდნენ, რა თემაზეც საუბრობდნენ. გიორგისაც შევამჩნიე და ბატონ ვახტანგსაც. რაღაც მკითხეს, 10 დღე არ ვუთხარი უწმინდეს ის რაღაცა და მერე მაინც ვუთხარი და პასუხიც შევუთვალეთ ღირსეული.​ ლიკვიდაციაზე არ იყო, პრემიერთან იყო საუბარი იმაზე, რომ ვინ იქნებოდა პატრიარქის შემცვლელი. თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რადგან იყო თანამოსაყდრე, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მთავრობის კაცია ან რამე ასეთი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Facebook Comments

ახალი დადებული