თბილისში ყვავილების გამოფენა გაიმართება

Nusagi

თბილისის ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 ნოემბერს ყვავილების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე დამთვალიერებელს ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ქრიზანთემებისა და გეორგინების მრავალფეროვნება, ასევე, შემოდგომის სხვადასხვა ყვავილი და კომპოზიცია დახვდება. 

გამოფენაზე მსხვილი სათბურები და სანერგე კომპანიები თავიანთ პროდუქციას წარადგენენ.

ყვავილების გამოფენა, ტრადიციულად, შემოდგომაზე იმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: