სოციალური ქსელები და მედია

Facebook -ი კომპანია NSO Group -ს მომხმარებელთა თვალთვალში ადანაშაულებს

Facebook -ი კომპანია NSO Group -ს მომხმარებელთა თვალთვალში ადანაშაულებს. 

კომპანია Facebook-მა, რომელსაც WhatsApp ეკუთვნის, სან-ფრანცისკოს სასამართლოში ისრაელში მოქმედი ფირმის, NSO Group-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ებრაულ კომპანიას ბრალი ედება თვალთვალის მიზნით, მესინჯერის გამოყენებაში. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

სარჩელში ნათქვამია, რომ NSO Group იყენებდა WhatsApp-ის სერვერებს ვირუსის გასავრცელებლად. 

სულ ცოტა 1400 მომხმარებლის სმარტფონი, მათ შორის დისიდენტების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების, თვალთვალის ქვეშ მოექცა. ებრაულ კომპანიაში ყველა ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს აწვდიდნენ დანაშაულისა და ტერაქტების აღკვეთის მიზნით. 

კომპანია NSO Group ჯაშუშურ სოფტს ქმნის და სახელმწიფოებზე ყიდის. როგორც საუდის არაბეთელი დისიდენტი, ომარ აბდულაიზი აცხადებს, სწორედ ამ კომპანიის პროგრამა Pegasus-ი იქნა გამოყენებული Washington Post-ის ჟურნალისტზე, ჯამალ ხაშოგიზე თვალთვალისთვის. ეს უკანასკნელი გასული წლის 2 ოქტომბერს თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. 

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni