ადვოკატი: სინოდი ვალდებულია დეკანოზის საქმე განიხილოს, კეთილი ინებონ და გააკეთონ, რაც ევალებათ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, წმინდა სინოდი ვალდებულია დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი განიხილონ და მას პრეზიდენტთან შეწყალების ინიციატივით უშუამდგომლონ.

“არა თუ უნდა განიხილონ დეკანოზის საკითხი, არამედ ვალდებულებიც არიან უშუამდგომლონ პრეზიდენტთან, რომ ის შეიწყალონ. მას გააჩნია სურვილი წარსდგეს წმინდა სინოდის წინაშე და აბსოლუტურად ყველაფერს ფარდა ახადოს. მაღალი სასულიერო თანამდებობის პირები, ვინც შებრძანდა და  ნახა დეკანოზი, ყველა ცალსახად აფიქსირებდა რომ იგი იყო უდანაშაულო, კეთილი ინებონ და გააკეთონ ის, რაც ევალება მათ, თუ დარწმუნებულები არიან მამაოს უდანაშაულობაში და რაც ხდება საპატრიაქოში ყველაფერი ერთხელ და სამუდამაოდ დაალაგონ”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა “კურიერთან” საუბრისას.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების მუხლით ბრალი 2017 წლის თებერვალში წაუყენეს. მოგვიანებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიების ინფორმაციით მას ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. თითქმის 9 თვიანი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურული იყო.

დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Facebook Comments

ახალი დადებული