ლედი გაგას დაკარგულ კაბას სასტუმროს დამლაგებელი აუქციონზე ყიდის

ლედი გაგას კაბა, რომელიც მას წლევანდელ ოქროს გლობუსზე ეცვა აუქციონზე გასაყიდად გავიდა. კაბა სასტუმროს დამლაგებელმა მეორე დღეს იპოვა იმ ოთახში, სადაც დაჯიდლოების ღამეს ლედი გაგა დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც CNN-ი წერს, მომღერალი და მსახიობი დაჯილდოების შემდეგ “ბევერლი ჰილტონში” გაჩერდა, სადაც “ვალენტინოს” კაბა დაიკარგა. აუქციონის სახლმა დამლაგებლის წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ კაბა მან იპოვა და სექტემბრამდე სასტუმროში ინახებოდა, შემდეგ სხვა დამლაგებელმა უთხრა, რომ სასტუმრომ მას ეს კაბა ლედი გაგასგან საჩუქრად გადასცა. 

სანდერსის აუქციონზე ვარაუდობენ, რომ კაბა 20 ათასიდან 40 ათას დოლარამდე გაიყიდება.

Facebook Comments

ახალი დადებული