მეუფე პეტრე: მეუფე იაკობს ვენდობი, თუმცა მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს შექმნის მომხრეა. როგორც მან სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საკითხი კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს.

მან კომენტარი გააკეთა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. ამ საკითხს მხარს უჭერს ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონიც. “გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ სამღვდელოება “სიტუაციაში გასარკვევად” არის საპატრიარქოში მისული. 

“იქნება კითხვები, პასუხები და ვიმსჯელებთ. არც იმის საფუძველი მაქვს ვენდო [მეუფე იაკობს] და არც იმის, რომ არ ვენდო. მჭირდება მტკიცებულებები”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მეუფე იაკობის საკითხზე კომენტარი გააკეთა მეუფე საბამაც. „მე მღვდელმთავარს ვენდობი. ვერ ვიტყვი, რომ ცრუობს, მაგრამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები“, – განაცხადა მან.

სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. საპატრიარქოს წინ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. 

8 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.მანამდე, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული